ზედიზედ მეორედ საუკეთესო - დავითაშვილი „როტორის“ ფანებმა ისევ გამოარჩიეს
ზედიზედ მეორედ საუკეთესო - დავითაშვილი „როტორის“ ფანებმა ისევ გამოარჩიეს

ვოლგოგრადის „როტორის“ გულშემატკივრებმა „ხიმკისთან“ შეხვედრაში გუნდის საუკეთესო მოთამაშე აირჩიეს. ზედიზედ მეორედ, ვოლგიისპირელი ფანების რჩეული ზურიკო დავითაშვილი გახდა.

გამოკითხვა ვოლგოგრადის „როტორის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გაიმართა და „ხიმკისთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად გამართული კენჭისყრის შედეგები შეაჯამეს. შეგახსენებთ, რომ მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

„არჩევანი აშკარა იყო – როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი ხმა ქართველმა ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა მიიღო. სოციალურ ქსელებში კლუბის გვერდზე, ფეხბურთელს ხმა ლურჯ-ლურჯი ფანების 67% -მა მისცა. „როტორის“ გულშემატკივრებმა დავითაშვილი ტურის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორე აღიარეს. ისიც აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერი „ხიმკი“ – „როტორის“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რუსეთის პრემიერ ლიგის ოფიციალურმა გვერდმაც დაასახელა“, – წერს რუსული გამოცემა.

დავითაშვილმა ყველა კონკურენტს დიდი უპირატესობით აჯობა – მეორე ადგილი დაიკავა კამილ მულინმა, რომელმაც „ხიმკის“ გოლი გაუტანა – მან ხმების 21% მიიღო, ხოლო მესამეზე 19% -ით მცველი დანილ სტეპანოვი გავიდა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ზურიკო დავითაშვილი ვლადიმერ ვაისმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა და გუნდთან ერთად ვარჯიშს დღეს დაიწყებს.