„როტორი“ შესაძლოა, ორმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვოს
„როტორი“ შესაძლოა, ორმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვოს

გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ დაადასტურა, რომ გიორგი არაბიძე კარიერას რუსეთის პრემიერლიგის კლუბში, ვოლგოგრადის „როტორში“ გააგრძელებს. თუმცა, გუნდში ხუთის ნაცვლად სამი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს, – ინფორმაციას გაზეთი „როდნოი გოროდ – ვოლგოგრადი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გუნდში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი და ორი ქართველის წასვლა დაანონსა.

„მედიასაშუალებების ცნობით, შესაძლოა, ვოლგოგრადის „როტორის“ მორიგი ახალწვეული პორტუგალიური „ნაციონალის“ შემტევი ნახევარმცველი გიორგი არაბიძე გახდეს. ამით „როტორში“ რვავე ლეგიონერის ვაკანსია დაკავებულია, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა, გუნდი მალე მცველებმა, პატრიციო მატრიკარდიმ და საბა კვირკველიამ დატოვონ. ამავე დროს, „როტორში“ ბექა მიქელთაძის პერსპექტივებიც ბურუსითაა მოცული“, – წერს გამოცემა.

2020 წლის ბოლოსთვის ვოლგოგრადის „როტორში“ ოთხი ქართველი ფეხბურთელი ირიცხებოდა – ზუკა დავითაშვილი, საბა კვირკველია, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი.