რუსეთის „პრემიერლიგის“ მეორე ტურში დაძაბული გამოდგა ქართველების გუნდის, ყაზანის „რუბინისა“ და ეკატერინბურგის „ურალის“ შეხვედრა, რომელიც ფრედ დასრულდა.
ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და ითამაშა. ზუკა დავითაშილი კი სათადარიგოებში დარჩა და არ უთამაშია – ბოლო პერიოდში ეს პირველად მოხვდა.
სტუმრები მე-12 წუთზე დაწინაურდნენ, მალე კი ყაზანელებს მცველი, მიხაილ მერკულოვი გაუძევეს და გუნდი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. მიუხედავად ამისა, „რუბინმა“ შესვენებამდე, 35-ე წუთზე, ივან იგრატიევის პენალტით გაათანაბრა. 62-ე წუთზე სტუმრებსაც გაუძევეს ფეხბურთელი და გუნდები მოედანზე 10-10 მოთამაშით დარჩნენ.
კვარაცხელიამ აქტიური იყო და სულ გამწვავებას ცდილობდა. 42-ე წუთზე საჯარიმოში წაიქცა და არბიტრი პენალტის დანიშვნას აპირებდა, მაგრამ ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ თამაში გაგრძელდა. 48-ე წუთზე მეტოქეს ყვითელი ბარათი მიაღებინა, ხოლო 69-ე წუთზე ორ მცველში გაძვრა, მაგრამ კარისკენ სვლაში ხელი მესამემ შეუშალა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მოსკოვის „დინამომ“ ქართველების მეორე გუნდს, ვოლგოგრადის „როტორს“ უმასპინძლა. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი არბიტრი ქართველი ლაშა ვერულიძე იყო. ქართველებს – ჯანო ანანიძეს, ბექა მიქელთაძესა და ნიკა ყიფიანს არ უთამაშიათ და განაცხადშიც არ იყვნენ.