„რუბინმა“ მოიგო, კვარაცხელიამ საგოლე გააკეთა, დავითაშვილმა შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
„რუბინმა“ მოიგო, კვარაცხელიამ საგოლე გააკეთა, დავითაშვილმა შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT

ყაზანის „რუბინი“ სეზონისთვის მზადებას აგრძელებს და მორიგ ამხანაგურ მატჩში ეკატერინბურგის „ურალი“ 3:1 დაამარცხა.

ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 65-ე წუთზე შეცვალეს. მოედანზე 65-ე წუთზე გავიდა ზუკა დავითაშვილი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, „რუბინს“ დატოვებს.

ყაზანის „აკ ბარს არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე „ურალმა“ გახსნა, მაგრამ ყაზანელები უპირატესობას ფლობდნენ და მიზანს მაინც მიაღწიეს. 26-ე წუთზე ჰვან ინ ბომმა წონასწორობა აღადგინა, 57-ე წუთზე ჯორჯ დესპოტოვიჩმა გუნდი დააწინაურა, ხოლო 89-ე წუთზე ოლეგ შატოვმა პენალტით საბოლოო ანგარიში დააფიქისრა – 3:1.

აღსანიშნავია, რომ დესპოტოვიჩმა მეორე გოლი ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემით გაიტანა – 20 წლის ქართველმა შემტევმა სერბი თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მან კი თავისი საქმე გააკეთა.