შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა შვილზე სავარაუდო ძალადობის ბრალდებით 56 წლის ქალი დააკავეს. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე დააკავა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს დაკავებულის ახლობლებმა განუცხადეს, დედა 29 წლის ქალიშვილზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული. მათივე ინფორმაციით, შვილმა სამართალდამცველებს მას შემდეგ მიმართა, რაც დედამ საოჯახო ნივთი ესროლა და ფეხი დაუზიანდა.
შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის საქმის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.