ზუგდიდში ქალთა უფლებების დასაცავად აქცია-პერფორმანსი გაიმართა [ფოტო]
ზუგდიდში ქალთა უფლებების დასაცავად აქცია-პერფორმანსი გაიმართა [ფოტო]

„თანასწორობის მოძრაობამ“ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში აქცია-პერფორმანსი გამართა.

ორგანიზატორების თქმით, ღონისძიება ყველა იმ ქალების სათქმელის საზოგადოებამდე მისატანად გაკეთდა, ვინც ქალთა უფლებებისთვის გამართულ აქციას ვერ უერთდება.

აქციაზე ფეხსაცმელები გამოფინეს იმ ქალების სიმბოლური ისტორიებით, ვისაც სხვადასხვა მიზეზით პრობლემებზე დუმილი უწევთ.

დღეს ქალთა საერთაშორისო დღეა. გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის განცხადებით, 2018 წელს ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის მიძღვნილი უპრეცედენტო გლობალური მოძრაობის პარალელურად აღინიშნება.

ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, 8 მარტს შეუერთდნენ მთელი მსოფლიოს აქტივისტებს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას, რათა ერთად იზეიმონ, იმოქმედონ და შეცვალონ ქალების ცხოვრება მთელ დედამიწაზე.

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ 1975 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აღიარა.