ზუგდიდში, ორსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. სრულად დაიწვა კაპიტალური შენობის მეორე სართული.
შენობაში აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე ხუთი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.