ზუგდიდში, მცხეთის ქუჩაზე, კომუნალური მეურნეობის საწყობში ცეცხლი გაჩნდა და 50 კვ.მ. ფართი დაიწვა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შენობა ზუგდიდის აიპპ „კეთილმოწყობის სამსახურს“ ეკუთვნის. როგორც სამსახურის თანამშრომელი მამუკა ციმინტია აცხადებს, ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია. მისი თქმით, ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როცა სახერხში ერთ-ერთი თანამშრომელი საწვავს ასხამდა. ოთახის ინვენტარი სრულად დაიწვა.
ამასთან, აღნიშნულ შენობაში რვა დევნილი ოჯახი ცხოვრობს. როგორც ადგილზე აცხადებენ, შენობაში ცხოვრება საშიშია, რადგან საწყობში აალებადი ნივთიერებები ინახება. მათი თქმით, მერიას ამის შესახებ არაერთხელ მიმართეს.