ზუგდიდში, მანქანის დაჯახების შედეგად შვიდი წლის ბავშვი დაიღუპა
ზუგდიდში, მანქანის დაჯახების შედეგად შვიდი წლის ბავშვი დაიღუპა

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შვიდი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების თქმით, ბავშვი მაღაზიიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ბავშვს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და კლინიკაში შეყვანისას, უკვე გარდაცვლილი იყო.

მომხდარ ფაქტს შსს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც  ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა.