ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანაზე თავდასხმის დროს დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა
ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანაზე თავდასხმის დროს დაჭრილს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანაზე თავდასხმის დროს დაჭრილ ინკასატორს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ზუგდიდიდან იუწყება.

როგორც ექიმები აცხადებენ, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ინკასატორი დღეს დილით შეირაღებული თავდასხმის შედეგად დაიჭრა. 

ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანას რამდენიმე ნიღბიანი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი დაესხა თავს. ინკასატორებმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.