ნათია თურნავა - ინტენსიურად ვმუშაობთ „ლიბერთი ბანკთან“, რათა ცვლილების ამოქმედების თარიღი, სქემა და პროცედურა განვსაზღვროთ
ნათია თურნავა - ინტენსიურად ვმუშაობთ „ლიბერთი ბანკთან“, რათა ცვლილების ამოქმედების თარიღი, სქემა და პროცედურა განვსაზღვროთ

ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ „ლიბერთი ბანკთან“, რათა ცვლილების ამოქმედების თარიღი, სქემითა და პროცედურა განვსაზღვროთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, 150 000-ზე მეტ პენსიონერისთვის სესხის პროცენტის შემცირება არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და უხარვეზოდ უნდა განხორციელდეს.

„2018 წლიდან საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად ჩამოდიოდა ქვევით, რადიკალური გარღვევა კი 2023 წლის პირველ იანვარს მოხდა, როდესაც ის კონკრეტულ ფორმულას დაექვემდებარა. გუშინ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კი, ყველას, ვინც საპენსიო სესხი 2023 წლამდე აიღო, საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება და საერთო ჩარჩოში მოექცევა.

ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ „ლიბერთი ბანკთან“, რათა განვსაზღვროთ, რა თარიღიდან, როგორი სქემითა და პროცედურით ამოქმედდება ცვლილება, რადგან ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 150 ათასზე მეტ ადამიანს შეეხება და უხარვეზოდ უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა თურნავამ.

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკისა და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება.