„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ საპენსიო სესხებზე მომხმარებლებს დამატებითი პროცედირების გარეშე შეუმცირდებათ საპროცენტო განაკვეთები და აესახებათ გრაფიკებში
„ლიბერთი ბანკში“ აცხადებენ, რომ საპენსიო სესხებზე მომხმარებლებს დამატებითი პროცედირების გარეშე შეუმცირდებათ საპროცენტო განაკვეთები და აესახებათ გრაფიკებში

საპენსიო სესხებზე მომხმარებლებს ავტომატურად, ბანკში მოსვლის, ყველანაირი დამატებითი პროცედურების გარეშე შეუმცირდებათ საპროცენტო განაკვეთები და ეს ცვლილებები აესახებათ გრაფიკებში, – ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ საცალო მიმართულების დირექტორმა, თორნიკე კორძაიამ განაცხადა.

როგორც თორნიკე კორძაიამ აღნიშნა, სოციალურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება არაუმეტეს 24.9 პროცენტისა.

„დღეიდან „ლიბერთი ბანკის“ 150 000-ზე მეტ მომხმარებელს, ვისაც 2023 წლის პირველ იანვრამდე ჰქონდა აღებული კრედიტი სოციალური გასაცემლის ქვეშ, გაუუმჯობესდებათ და შეუმცირდებათ საპროცენტო განაკვეთები. მომხმარებლებს ავტომატურად, ბანკში მოსვლის, ყველანაირი დამატებითი პროცედურების გარეშე აესახებათ ეს ცვლილებები გრაფიკებში. ამ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება არაუმეტეს 24.9 პროცენტისა. სოციალური მომხმარებლებისთვის ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, პრეცედენტია პროცენტის კლების“, – განაცხადა კორძაიამ.

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდათ.