ზუგდიდში ხანძრის შედეგად ექვს ჰექტრამდე თხილისა და ხურმის პლანტაცია დაიწვა
ზუგდიდში, ნაწულუკუს უბანში ხანძრის შედეგად ექვს ჰექტრამდე თხილისა და ხურმის პლანტაცია დაიწვა.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ცეცხლი ეკალბარდებს გაუჩნდა, თუმცა ძლიერი ქარის შედეგად ცეცხლი ახლოს მდებარე რამდენიმე ჰექტარზე თხილისა და ხურმის პლანტაციასაც მოედო და სრულად გაანადგურა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრე-მაშველების ორი ბრიგადა მონაწილეობდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა.
მისი განცხადებით, მიყენებული ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის და დაზარალებული მოქალაქისთვის კომპენსაციის გადახდა ამის შემდეგ მოხდება.
ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია.