ზუგდიდში ორსართულიანი სახლი დაიწვა

16:05, 14.09.2020

ზუგდიდში, ჩარგაზიას ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც.

შემთხვევის ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა მერიის სხვა სამსახურებთან ერთად იმყოფებოდა.

„დამწვარია გოგიტა თოდუას სახლი, რომელიც სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ზუგდიდის მერია ოჯახს 3000 ლარით დაეხმარება, ან დროებითი საცხოვრებლის ქირის საფასურს გადაუხდის“,- განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.

მსგავსი