ზუგდიდის სოფელ თარგამულში ხანძარს 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
ზუგდიდის სოფელ თარგამულში ხანძარს 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის რაიონის სოფელ თარგამულში ხანძარს 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

ცეცხლი დაახლოებით 02:00 საათზე ჯ.ქ.-ს ერთსართულიან ფიცრულ სახლში გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა.  გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.