ზუგდიდის რაიონის სოფელ თარგამულში ხანძარს 35 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
ცეცხლი დაახლოებით 02:00 საათზე ჯ.ქ.-ს ერთსართულიან ფიცრულ სახლში გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.