მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. თბილისი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალის ცაიშის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა ავტობუსის გაჩერების კედელს შეეჯახა. მომხდარის შედეგად მანქანაში მყოფი ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა.