ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოავარია მოხდა. ავარიისას მანქანაში მყოფი 10 წლის ბავშვი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მანქანას, რომელშიც ბავშვი მშობელთან ერთად მგზავრობდა, მეორე ავტომობილი უკნიდან შეეჯახა.
დაშავებული ბავშვი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევები უტარდება.
შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.