ზუგდიდში 38 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
მამაკაცს გულმკერდის არეში ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განუცხადეს, დაშავებულს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ბრალდებული დაკავებულია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.