ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი აირჩიეს
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი აირჩიეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა აირჩიეს.

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 25-მა დეპუტატმა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.

სხდომას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატი აქვს „ერთიან ნაციონალური მოძრაობას“, 20 „ქართულ ოცნებას“, სამი მანდატი აქვს პარტიას „საქართველოსთვის“.