პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება განხორციელდეს
პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება განხორციელდეს

პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივით გამოდის, საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილება განხორციელდეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, უნდა დაბრუნდეს მანამდე არსებული წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიონ.

„ეს უზრუნველყოფს პრეზიდენტის საჭირო ლეგიტიმაციასა და დამოუკიდებლობას. ხელისუფლებაში ბალანსის პრობლემებზე ისაუბრა ივანიშვილმაც, რომელმაც აღიარა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების პრობლემა, მაგრამ, პრობლემის კონსტიტუციურად მოგვარების ნაცვლად, საკუთარი თავი შემოგვთავაზა ხელისუფლების მაკონტროლებლის როლში. მიუხედავად ამდენი იმედგაცრუებისა, რომც დავიჯეროთ, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისივე „ოცნების“ ძალაუფლების დაბალანსება უნდა, დემოკრატიულ სისტემაში შეუძლებელია, ერთი ადამიანი წარმოადგენდეს სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტს. შესაბამისად, ლოგიკურად, მის ინტერესშიც უნდა შედიოდეს მაღალი ლეგიტიმაციის კონსტიტუციური ინსტიტუტების შენარჩუნება. ამიტომ, მოვუწოდებთ „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას, ამ საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ მუშაობა კონსტიტუციურ ცვლილებაზე, სახელმწიფოს მეთაურის – პრეზიდენტის საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩევის წესის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ეს საკითხი ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო, თუმცა საახალწლო სიურპრიზებმა პროცესები ჩვენდა სასიკეთოდ დააჩქარა. სხვათა შორის, არაერთმა ევროპულმა სახელმწიფომ მოახდინა პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევის წესის დაბრუნება”, – განაცხადა ლილუაშვილმა.