ზუგდიდის საავადმყოფოში კვებითი ინტოქსიკაციით უცხოეთის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი შეიყვანეს
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უცხოეთის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი შეიყვანეს.
საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს საათებში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები საქართველოში უკრაინის მოქალაქესთან, იულია სუსლიაკთან ერთად იმყოფებიან და მათი ასაკი 7 თვიდან 10 წლამდეა.