ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, 13 სექტემბერს ზუგდიდის რაიონიდან ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 98 ნიმუში გამოიკვლიეს.
მათ შორისაა „ცხელების ცენტრების“ 11 პაციენტი, საკარანტინო სივრცეში მყოფი 24 პირი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის 62 თანამშრომელი, ეპიდკერაში მყოფი ერთი ადამიანი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.
ამასთან, რუხის კლინიკაში გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი, რომელმაც კორონავირუსზე ორჯერადი ტესტირებით უარყოფითი პასუხი მიიღო.