დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - 100 ათას მოსახლეზე „კოვიდ-19“-ზე ტესტირების მაჩვენებლით, საქართველო ევროპაში მე-11 ადგილზეა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - 100 ათას მოსახლეზე „კოვიდ-19“-ზე ტესტირების მაჩვენებლით, საქართველო ევროპაში მე-11 ადგილზეა

100 ათას მოსახლეზე „კოვიდ-19“-ზე ტესტირების მაჩვენებლით, საქართველო ევროპის რეგიონში მე-11 ადგილზეა. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სახელწოდებით, „ერთი წელი „კოვიდ-19“-თან ერთად“.

კერძოდ, ანგარიშის თანახმად, 2020 წელს ქვეყანაში ჩატარებული ტესტების ჯამურმა რაოდენობამ 1 957 395 შეადგინა, რაც 100 ათას მოსახლეზე 52 662 ტესტს შეადგენს. 100 ათას მოსახლეზე ჩატარებული ტესტების მაჩვენებლით ევროპაში პირველ სამეულში შედიან ლუქსემბურგი, დანია და კვიპროსი. აღნიშნული მონაცემით საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ნორვეგია, იტალია, შვეიცარია, ფინეთი.

ანგარიშის თანახმად, 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 11,6%-ს შეადგენდა.