ჯანდაცვის სამინისტრო -  სწრაფ ტესტს აფინანსებს სახელმწიფო, მოქალაქისთვის თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, რეგულირების სააგენტო რეაგირებას მოახდენს
ჯანდაცვის სამინისტრო - სწრაფ ტესტს აფინანსებს სახელმწიფო, მოქალაქისთვის თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, რეგულირების სააგენტო რეაგირებას მოახდენს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ სამედიცინო დაწესებულებებში მოქალაქეებისგან სწრაფი ტესტის გაკეთებაში თანხის გადახდას ითხოვენ.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის ტესტირება ფინანსდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში და პროგრამაში ჩართულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ პირის უფასო ტესტირება.

„ანტიგენის სწრაფი ტესტით მოსახლეობის ტესტირება ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით. პროგრამაში ჩართულმა დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ პირის ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით, მათგან გადასახადის მოთხოვნის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ სერვისში უკვე გადაიხადეთ თანხა, გთხოვთ, დეტალები მოგვწეროთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მეილზე – [email protected] ასევე გთხოვთ, განცხადებას თან დაურთოთ გადახდის ქვითარი. სააგენტო აღნიშნულ შემთხვევაზე რეაგირებას მოახდენს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, – აცხადებენ სამინისტროში.

დატოვე კომენტარი