ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის ჩხორიის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, „ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად სამი არასრულწლოვანი დაშავდა, რომლებიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.