ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში.
მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.