ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში საბავშვო ბაღის ყოფილი შენობა დაიწვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში საბავშვო ბაღის ყოფილი შენობა დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში საბავშვო ბაღის ყოფილი შენობა, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ, დაიწვა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო – სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ასევე, იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები. როგორც ისინი აცხადებენ, დაზარალებულ ოთხ ოჯახს მერია საცხოვრებლის ქირის საფასურს გადაუხდის.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.