ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ეწერში ხანძარია

15:44, 25.12.2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში ხანძარია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხანძარი დაახლოებით ერთი საათის უკან ბალახს გაუჩნდა, თუმცა შემდეგ ხეებზეც გავრცელდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების ორი ბრიგადა მუშაობს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობს მოსახლეობაც.

ხანძრებია, ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში – ჭკადუაშში, რუხსა და რიყეში, სადაც მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

მსგავსი