ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის „ერთი თბილი ოთახი“ ბენეფიციარებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზრდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის „ერთი თბილი ოთახი“ ბენეფიციარებისთვის გამოყოფილი თანხა გაიზრდება

მიმდინარე წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პროგრამაში „ერთი თბილი ოთახი“ 18 ბენეფიციარი ჩაერთო.

ოჯახები, უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე გამოავლინა. ამასთან კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, თანხა რომელიც ერთ ოჯახზე 5000 ლარით იყო განსაზღვრული, 7000 ლარამდე გაიზარდოს.

2017 წლიდან დღემდე პროგრამით „ერთი თბილი ოთახი“ 29 ბენეფიციარმა ისარგებლა.