ზუგდიდის მერიის ინიციატივით კოლხეთის პარკის მიმდებარე ტერიტორიასა და ანაკლიაში სანაპირო ზოლზე დასუფთავების აქცია ჩატარდა
ზუგდიდის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით, კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიასა და ანაკლიაში, შტორმის შედეგად დაბინძურებულ სანაპირო ზოლზე, დასუფთავების აქცია ჩატარდა.
ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა მიიღეს მერიის თანამშრომლებმა, მერის მოადგილეებმა, გიგა ფარულავამ და კონსტანტინე კაკავამ.
დასუფთავების აქციაში, ასევე, ჩართულები იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია და საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა წოწერია.
ძირითადი სამუშაოები, მდინარე “თიქორის” სანაპიროსთან, ცვანეს ტერიტორიაზე ჩატარდა. ხუთკილომეტრიანი სანაპირო ზოლი, ზონებად იყო დაყოფილი, სადაც 500-მდე ადამიანი განაწილდა. ჭურიასთან ახლომდებარე ეს ტერიტორია ეკოლოგიურად სუფთაა და სულ მალე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, რათა უფრო მიმზიდველი გახდეს, როგორც ტურისტებისთვის, ასევე, ადგილობრივებისთვისაც.