ზუგდიდის „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუის მოპარვაში ბრალდებული დააკავეს
ზუგდიდის „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუის მოპარვაში ბრალდებული დააკავეს

ზუგდიდის „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუის მოპარვაში ბრალდებული დააკავეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა საგამოძიებო-სამძებრო სამუშაოების შედეგად დააკავეს ქურდობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცი.

მამაკაცს ბრალად ედება ზუგდიდის ცენტრში, „მაკდონალდსის” ტერიტორიიდან სათამაშო თოვლის ბაბუას მოპარვა. მის წინააღმდეგ საქმე 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს და 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-შ-.

ზუგდიდში „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუა წუხელ, გვიან ღამით მოიპარეს.