ზუგდიდში „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუა მოიპარეს

15:44, 09.01.2019

ზუგდიდში „მაკდონალდსიდან“ თოვლის ბაბუა მოიპარეს. მომსახურე პერსონალი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობა წუხელ გვიან ღამით მოხდა და პერსონალმა თოვლის ბაბუის დაკარგვის ფაქტი დღეს დილით შეამჩნია.

მსგავსი