ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ კიდევ 70 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 70 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა. არც ერთ შემთხვევაში ვირუსი არ დადასტურდა.
ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრი ავრცელებს.
გამოკვლეულთა შორის არის: ცხელების ცენტრების 12 პაციენტი, მედპერსონალი – 39, კარანტინიდან 10 პირი, თვითიზოლაციიდან რვა პირი (მესტიის მუნიციპალიტეტის), შსს-ს ერთი თანამშრომელი.