ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ კიდევ 70 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

11:08, 29.08.2020

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში​ კორონავირუსზე 70 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა. არც ერთ შემთხვევაში ვირუსი არ დადასტურდა.

ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრი ავრცელებს.

გამოკვლეულთა შორის არის: ცხელების ცენტრების 12 პაციენტი, მედპერსონალი – 39, კარანტინიდან 10 პირი, თვითიზოლაციიდან რვა პირი (მესტიის მუნიციპალიტეტის), შსს-ს ერთი თანამშრომელი.

მსგავსი