ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის ერთი პაციენტი იმყოფება
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დრიოსთვის ერთი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.
ინფიცირებული 50 წლამდე ასაკი ქალია, რომელიც 30 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.
პაციენტს გამოჯანმრთელებაზე უკვე ორჯერ ჩაუტარდა კვლევა. ერთი პასუხი უარყოფითი იყო, მეორე კი, დადებითი. ამიტომ მას ხვალ მესამედ ჩაუტარდება კვლევა და იმ შემთხვევაში, თუ პასუხი უარყოფითი იქნა, კლინიკიდან ხვალვე გაწერენ.