ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის ერთი პაციენტი იმყოფება

11:52, 17.04.2020

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დრიოსთვის ერთი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

ინფიცირებული 50 წლამდე ასაკი ქალია, რომელიც 30 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

პაციენტს გამოჯანმრთელებაზე უკვე ორჯერ ჩაუტარდა კვლევა. ერთი პასუხი  უარყოფითი იყო, მეორე კი, დადებითი. ამიტომ მას ხვალ მესამედ ჩაუტარდება კვლევა და იმ შემთხვევაში, თუ პასუხი უარყოფითი იქნა, კლინიკიდან ხვალვე გაწერენ.

მსგავსი