ზუგდიდის ჰოსპიტალში ვირუსული გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 15 პაციენტი მკურნალობს
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ვირუსული გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 15 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამი მცირეწლოვანი ბავშვია, სამი კი ორსული. ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი არ იმყოფება.
„თითოეულ მათგანს უტარდება ანტივირუსული თერაპია „ტამიფლუთი“. მათგან არცერთს არ უფიქსირდება, გრიპის ვირუსი H1N1, თუმცა ანალიზები კვლევისთვის გაგზავნილია“, – ამბობს ჰოსპიტალის ადმინისტრაციის ცნობით, 28 დეკემბრიდან დღემდე რეფერალურ ჰოსპიტალს 229-მა პაციენტმა მიმართა. მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ბინაზე გაწერეს. მხოლოდ 25 მათგანს დასჭირდა სტაციონალური მკურნალობა.
ბოლო დღეების განმავლობაში, ე.წ. ღორის გრიპით ერთი ზუგდიდელი მამაკაცი თბილისის კლინიკაში გარდაიცვალა, ერთი კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.