ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან ინციდენტს შსს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით იძიებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან უცნობმა პირებმა ჰაერში პისტოლეტიდან გაისროლეს. აღნიშნულ საქმეზე 87-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი ზოია ქვარცხავა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება.