„სიენენი“ – ვაშინგტონსა და ორეგონში საარჩევნო ყუთებს ცეცხლი გაუჩნდა და ასობით ბიულეტენი განადგურდა, ინციდენტებზე გამოძიება მიმდინარეობს
First responders pull out the burning contents of a ballot box, used to collect early votes ahead of the Nov. 5 U.S. election, after it was set on fire in a suspected arson in Vancouver, Washington, U.S. October 28, 2024 in a still image from video. Evan Bell/ABC Affiliate KATU via REUTERS NO RESALES. NO ARCHIVES. MANDATORY CREDIT
ვაშინგტონსა და ორეგონში საარჩევნო ყუთებს ცეცხლი გაუჩნდა, ინციდენტებზე გამოძიება მიმდინარეობს, – ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
პოლიციის ცნობით, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძრის შედეგად ასობით ბიულეტენი განადგურდა. გამომძიებლები თვლიან, რომ ორივე შემთხვევაზე პასუხისმგებელი ერთი და იგივე პირია.
პორტლენდის პოლიციის განცხადებით, ადგილობრივი დროით დილის 3:30 საათზე პოლიციამ აღმოაჩინა საარჩევნო ყუთზე მიმაგრებული „საეჭვო მოწყობილობა“, რომელიც ბოლს უშვებდა და იწვოდა.
„არ შეცდეთ! თავდასხმა საარჩევნო ყუთზე არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიაზე და სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა ორეგონის შტატის მდივანმა, ლავონ გრიფინ-ვალადემ.
აშშ-ის ლიდერები მოუწოდებენ მოქალაქეებს, არ შეშინდნენ და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.