ზუგდიდის პოლიციაში იკითხება ქალი, რომლის თქმითაც, 87-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ სროლა იყო

18:25, 18.05.2019

ზუგდიდში ცოტა ხნის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 87-ე საარჩევნო უბნის ერთ-ერთი წარმომადგენელი ქალი პოლიციაში იკითხება. როგორც ის აცხადებს, საარჩევნო უბანთან ერთ-ერთმა პირმა იარაღიდან გაისროლა.

როგორც საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, თავად საარჩევნო უბნის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პიროტექნიკის ხმის მსგავსი გაიგონეს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ გამოკითხვის შემდეგ, საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას გაავრცელებენ.

მსგავსი