ზუგდიდი-მესტიის გზაზე ტრაილერი მოცურდა, რის გამოც გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა
ზუგდიდი-მესტიის გზაზე ტრაილერი მოცურდა, რის გამოც გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა

ზუგდიდი-მესტიის გზაზე, სოფელ ზედა ლუჰასთან ტრაილერი მოცურდა, გზიდან ნაწილობრივ გადავიდა და ტალახში ჩაეფლო, რის გამოც გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, უკვე ორი საათია გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებულია.

ტრაილერის გაყვანა და გზის გახსნა ჯერ ვერ ხერხდება, რადგან ტრაილერის ნაწილი ტალახშია ჩაფლული, გზის აღნიშნული მონაკვეთი კი ძალიან ვიწროა.