ზუგდიდი - მესტიის საავტომობილო გზის მონაკვეთზე კლდის ნაწილი ჩამოინგრა
ზუგდიდი - მესტიის საავტომობილო გზის მონაკვეთზე კლდის ნაწილი ჩამოინგრა

ზუგდიდი- მესტიის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, რომელიც სამი საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო,  მოძრაობა ცალმხრივად გაიხსნა.

ბეჩო- ლატალის მონაკვეთზე ზუგდიდი- მესტიის საავტომობილო გზაზე დაახლოებით 09:00 საათზე კლდის ნაწილი ჩამოინგრა და მოძრაობა შეაფერხა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი პირველ არხთან საუბრისას ამბობს, ყველა შესაბამისი სტრუქტურა ჩართული იყო გზის გაწმენდით სამუშაოებში.