ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელი გზა ორი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო.
როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა პირველ არხს განუცხადა, ხაიშის გზის მონაკვეთზე კლდე თოვლის დნობის გამო ჩამოიშალა.
ადგილზე შესაბამისმა ტექნიკამ გზა გაწმინდა.