ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა
ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე (ვაკე-საბურთალოს ახალი გზა) კლდის მასა ჩამოიშალა. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ქვები სავალი გზის ნაწილზეა ჩამოცვენილი, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ არის შეფერხებული.

ამ წუთებში კლდის მასის ნაწილის ჩამოშლა მიმდინარეობს და შემდგომ გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. როგორც საბურთალოს გამგებლის მოადგილე კახაბერ გავაშელმა აღნიშნა, გეოდეზისტები შეისწავლიან, რამ გამოიწვია კლდის მასის ჩამოშლა და ჩატარდება ყველა აუცილებელი სამუშაოები.

„მოხდა კლდის მასის ჩამოშლა.კონტრაქტორი კომპანია გზაშია და გატარდება ყველა აუცილებელი სამუშაოები. ასევე გეოდეზისტები შეისწავლიან, რამ გამოიწვია აღნიშნული პრობლემა და გატარდება ყველა ის აუცილებელი სამუშაოები, რომელიც გასათვალისწინებელია აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე“,-განაცხადა საბურთალოს გამგებლის მოადგილემ.