ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ლაჯურღულას მონაკვეთზე მოძრაობა იკრძალება
ინტენსიური ქვის ცვენის საშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე, ლაჯურღულას მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეზღუდვა 31 მარტის დილის 08:00 საათამდე იმოქმედებს.