ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

16:47, 26.03.2021

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა.

საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე, სოფელ დიზის მონაკვეთზე დიდი ოდენობით კლდის ნაშალი დილით ჩამოწვა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, გზა ცალმხრივად უკვე გახსნილია, თუმცა გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე გაგრძელდება.

მსგავსი