ენგურჰესთან კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ენგურჰესთან კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე, კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 33-ე კმ-ზე (ენგურჰესთან) ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნულ მონაკვეთზე დილიდან ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა ყველა სახის ავტოტრანპორტის მიმოსვლა უმოკლეს ვადაში აღდგეს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.