“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი საერთაშორისო კარიერის განახლების შესახებ დაფიქრდა მას შემდეგ, შვედეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა, – იტყობინება RMC შვედ ფეხბურთელთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.
როგორც ირკვევა, 36 წლის ფეხბურთელი საბოლოო გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს, როცა საკუთარ ფიზიკურ ფორმას შეაფასებს. საქმე ისაა, რომ იბრაჰიმოვიჩი ბოლომდე არ არის თავის თავშიდარწმუნებული, რადგან ტრავმის გამო, აპრილიდან მოყოლებული არ თამაშობს და ამ წლის ბოლოს დაუბრუნდება მოედანს.
ზლატანის სავარაუდო დაბრუნების შესახებ კომენტარზე უარი თქვა შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა, რომელმაც გუნდის მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ აღნიშნა, რომ უნდა ილაპარაკონ იმ დიად მოთამაშეებზე, რომლებიც დღეს გამოდიან ნაკრებში.
იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრებში კარიერი ევრო 2016-ის შემდეგ დაასრულა.