უნგრეთში საფეხბურთო სეზონი გრძელდება და ბუდუ ზივზივაძემ მორიგი მატჩი ჩაატარა. თუმცა, ამჯერად, თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდი „მეზოკოვეშდი“ უნგრეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში ერთ-ერთ კონკურენტს, „პუშკაშის აკადემიას” მასპინძლობდა და ჰქონდა შანსი, მეორეადგილოსან „ფეჰევარვართან“ სხვაობა 2 ქლამდე შეემცირებინა. თუმცა, სტუმართა დაცვას ვერაფერი მოუხერხა და მხოლოდ ქულა მოიპოვა 0:0.
25 წლის ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ასევე 90 წუთი ჩაატარა მისმა თანაგუნდელმა მიშა მესხმა.
„მეზოკოვეშდი“ 25 ტურის შემდეგ 45 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ფენეცვაროშს“ 8 ქულით ჩამორჩება. თუმცა, ბუდაპეშტელებმა ორი მატჩით ნაკლები ჩაატარეს.